პროეტი: მოგზაურობა სამხრეთ იმერეთში

საგანი: გეოგრაფია
სამუშაო ენა: ქართული

იმერეთის ფიზიკურ გეოგრაფიული დახასიათება

ადმინისტრაციული ცენტრი ქუთაისი, ფართობი 6,552 კმ²,მოსახლეობა 700 000 (2002 წლის მონაცემები), სიმაღლეზღვის დონიდან 10-2850 . შემოსაზღვრულია აღმოსალეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით აჭარა-იმერეთის ანუ მესხეთის ქედით. ფლორითა და ფაუნით იმერეთის მხარე მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250000 ჰა უჭირავს, რომელიცძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი.მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია (მთამეფისწყარო). ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვისდამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები კავკასიური დათვი, ტახი, ირემი, შველი, მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო.

პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტის მიზანია ტურისტული მარშრუტის დაგეგმვაა და განხორციელება სამხრეთ იმერეთში, მდინარე ხანისწყლისა დაწაბლარის წყლის ხეობაში, რის შედეგადაც მოსწავლეები შეძლებენ თეორიული ცოდნის გაღრმავებას და გამრავალფეროვნებას კვლევა-ძიების,დაკვირვების შედეგად. იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რასა თან ახლავს ტურისტულ-შემეცნებითი და გასართობი ხასიათის მოგზაურობას. მოახდენენ დაკვირვებას ბუნების ვერტიკალურ ზონალურობას, თუ როგორ ხდება ზღვის დონიდან სიმაღლის ზრდასთან ერთად ბუნებრივი პირობების, კლიმატური კომპონენტების (ტემპერატურის, ატმოსფერული წნევის, ტენიანობის), ფლორის (მცენარეულობის ცვლილება) ქუთაისიდან (..130.) ზეკარის უღელტეხილამდე (2200.).

კლიმატი: იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატურ ოლქში. მხარის დაბალმთიან დასაშუალომთიან რაიონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია,თუმცა დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივიადა ზაფხული შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვისტემპერატურა +2, +5, ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა+38, +40C. ნალექების რაოდენობა 100—200 მმ-ია. ნალექიანდღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150- შეადგენს; წყლისძირითადი არტერიებია მდ. რიონი და ყვირილა.

შეადგენენ თემატურ რუკებს გაანალიზებენ წაბლარისწყლის ხეობის პეიზაჟებს განსაზღვრავენ მის ადგილმდაბარეობას დააკვირდებიან და იმსჯელებენ რელიეფის ფორმებზე, ჰავისა და ლანდშაფტის თავისებურებებზე, დაათვალიერებენ და გაეცნობიან ბალნეოლოგიურ კურორტ საირმეს. პროექტი არის ორ დღიანი, სულ მანძილი (ქუთაისი-ზეკარის უღელტეხილი) 70კმ. პროეტი ითვალისწინებს ღამის გათევას ტურისტულ კარვებში ზეკარის უღელტეხილზე საზაფხულო საძოვრებზე ზღვის დონიდან 2100მ. სიმაღლეზე.

პროექტის სამიზნე ჯგუფი:

VIII კლასი. 25-28 მოსწავლე.

სამუშაო ჯგუფი:

ჯგუფი დაიყოფა რამოდენიმე ქვეჯგუფებად, თითოეულ ქვეჯგუფს მოძიებული ექნებათ ინფორმაცია მთელი მარშრუტის (ქუთაისი-ზეკარის უღელტეხილი) შესახებ, თითოეული ქვეჯგუფი შეასრულებს გიდის ფუნქციას და წინასწარ დანაწილებული ექნებათ მარშრუტის თითოეული მონაკვეთი.

მოსალოდნელი შედეგი:

მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საქართველოს, კერძოდ კი სამხრეთ იმერეთის კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას, მდინარე წაბლარის წყლის ხეობის ბუნებრივ ღირსშესანიშნოებებს, მაგალითად, როგორიცა მდინარე წაბლარის წყლის მარცხენა სანაპიროზე ადგილ უდაბნოსთან რელიეფის ეგზოტიკური ფორმა ეროზიის მოწმე, რომელიც წარმოადგენს გზისპირა აღმართულ 30 მეტრის სიმაღლის მქონე კლდის სვეტს, ის შედგება ათი ლოდნარისაგან რომლის ბოლო მეათე ლოდნარზე ამოსულია 1-3 მეტრი სიმაღლის ნაძვი, აღნიშნული სვეტი ნაძვითურთ ,,საირმის ეროზიული მოწმის“ სახელწოდებით შეტანილია ,,საქართველოს წითელ წიგნში“.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დაკვირვების, შედარების, დასკვნების გაკეთების, ურთიერთთანამშრომლობის, ტურისტული მარშრუტების დაგეგმბის და განხორციელების უნარ-ჩვევები. ტურისტული მოგზაურობიდან სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეები მოახდენენ განვლილი მარშრუტის პრეზენტაციას, ვიდეო და ფოტო ჩვენებას და გააცნობენ სკოლის საზოგადოებას.

საჭირო რესურსი: საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული რუკა (1:500000), იმერეთის ტოპოგრაფიული რუკა, კმპასი, ბარომეტრი, ჰიპსომეტრი, ტურისტული კარავი, ვიდეო და ფოტო აპარატი,